სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათში, სასმელ წყალსა და ალკოჰოლიან სასმელებში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია ცხოველური წარმოშობის სურსათის, მათ შორის, ჩვილისა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის 250-ზე მეტი ნიმუში, სასმელი წყლის 142 და ალკოჰოლიანი სასმელის 25 ნიმუში/სინჯი, რომელთაგან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა:

წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) – რეალიზატორი – ფიზიკური პირი – ნიმუშის აღების ადგილი – თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე);მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) – შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;წითელი წიწაკა (1 ნიმუში) – ფიზიკური პირი – ნიმუშის აღების ადგილი – ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია).„აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმელის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.

Leave a Reply

Your email address will not be published.