„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

-„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39 %-მა თქვა, რომ „კი“, 4 %-ის პასუხია „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა.

-„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მასში მონაწილეობას მიიღებდა.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66 % – სავარაუდოდ მიიღებდა, 34 % – სავარაუდოდ არ მიიღებდა.

-NDI – გამოკითხული მოსახლეობის 75% ქვეყნის ევროკავშირში, 69% კი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

 

Leave a Reply