კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსი”

-რასაც ეხლა დავწერ არც მეოცე საუკუნეში მოხდა და არც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ეს ხდება ეხლა ისრაელის სახელმწიფოში, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისრაელში მოღვაწეობდა ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე ეირიეჰ დერი #AryehMakhloufDeri , ის იყო ისრაელის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარტიის ლიდერი, ბატონი დერი ნეთანიაჰუს გუნდის წევრია.

მისდა სამწუხაროდ ისრაელის სასამართლომ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, კორუფციის ბრალდებით და იმის სანაცვლოდ, რომ ბატონი დერი პოლიტიკას ჩამოცილდებიდა მას პატიმრიბა არასაპატიმრო სასჯელით შეუცვალეს (ეს ჩემთვის საოცარი უკანონო შეთანხმებაა), გავიდა ხანი და ნეთანიაჰუმ ისევ გაიმარჯვა, ამ გამარჯვებამ ბრალდებულ დერის გაახსენა პოლიტიკაში ყოფნის სიკეთეები და დაავიწყა მიცემული პირობა, რომ პოლიტიკას აღარ გაეკარებოდა. ასე რომ ცოტა ხანში ისრაელი და მთელი მსოფლიო იხილავს ბატონი დერის პოლიტიკურ ქამბექს. მინდა ყურადღება მიაქციონ ქართველმა ხელისუფალმა ამ გარემოებას და სააკაშვილის პირობა რომ თუ მას გადაუვადებენ სასჯელს ის პოლიტიკას არ დაუბრუნდება, ბევრჯერ აწონ-დაწონონ ეს ნათქვამი და ისე მიიღონ გადაწყვეტილება

Leave a Reply