ქალი, რომელსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კოშმარად ექცა, ახლა შვილებთან ერთად ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება. ამ წუთამდე კი ის შიშის, ტერორის, დამცირების და  ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ყველაზე საშინელი წუთები მაშინ დაიწყო, როცა 2 შვილი წაართვეს და მესამე ბავშვი კი ფეხმძიმემ ცემის გამო დაკარგა.

როგორც თავად ამბობს, 2020 წლის არჩევნებზე დამკვირვებელი იყო „თავისუფალი ზონიდან“, იქამდე კი ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას და მუდმივად იდევნებოდა ხელისუფლების და პოლიციის მიერ.

 

არჩევნებზეც არაერთი დარღვევა დააფიქსირა, ოქმის დაწერაც მოითხოვა, რამაც ძალიან გააბრაზა მმართველი პარტიის მხარდამჭერები, უბანზევე უთხრეს-თუ არ გაჩერდები, ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცევაო, მაგრამ ქალი ბოლომდე იბრძოდა.

თ.ც. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის „თავისუფალი ზონის“ წევრი გახდა, მის შვილებსაც პრობლემები შეექმნათ სკოლაში, რადგან თავად პედაგოგები აბულინგებდნენ ბავშვებს დედის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბავშვებმა დედას მოსთხოვეს თავი დაენებებინა „თავისუფალი ზონისთვის“ და აღარ მიეღო აქციებში მონაწილეობა.

-ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს, რომ აღარ შეუძლიათ ამდენი დაცინვა, ამდენი ზეწოლა მასწავლებლებისგანაც, მითხრეს, რომ აღარ წავიდოდნენ სკოლაში. ისიც კი გამიმხილეს, რომ არაერთხელ დახვედრიან სადარბაზოში და ჩემთან დაუბარებიათ, რომ გავჩერდე. ემუქრებოდნენ და აშინებდნენ. რამდენჯერმე მანქანა კინაღამ დამეჯახა, მერე ზარები განხორციელდა, ერთხელაც საბურავების ქვეშ აღმოჩნდებიო. ერთ საღამოს დამხვდნენ, ფიზიკური შეურაცხყფა მომაყენეს და მითხრეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისიაო. მერე გადავიდნენ ჩემი სახელის შელახვაზე. ერთ დღეს სახლში მისულს მეუღლემ მაჩვენა მიმოწერები, ასევე ვიდეო და ფოტო-მასალა, სადაც ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობა იყო. ქალი ძალიან მგავდა ზურგით, არ ვიცი ასე ფოტოშოპით როგორ გააკეთეს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ მეუღლემ არ დამიჯერა, 2 თვის ორსულს მცემა, წიხლები მირტყა, მერე თმებით იატაკზე მახოხიალა. გონება დავკარგე და თვალი მხოლოდ საავადმყოფოში გავახილე. ცოტა რომ მოვმჯობინდი, პოლიციას მივაითხე-როგორც კი დამინახეს, მიცნეს, მერე მომისმინეს და უარით გამომისტუმრეს. ჩემი აწ უკვე ყოფილი მეუღლე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ახლო ნათესავია, თან ის ფაქტორიც, რომ მე  „თავისუფალი ზონის“ წევრი ვიყავი და როგორც მიიჩნევენ ვართ „სისხლისმსმელები“ და „ნაციონალების“ ანასხლეტები,  ხელისუფლების მხარდაჭერები კეთროვანებივით გვდევნიან და თავად შიშით უჭერენ ხელისუფლებას მხარს. პოლიციაში განცხადებაც კი არ დამაწერინეს ისე გამომიშვეს, უფრო გამომაგდეს. მერე გადავწყვიტე სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ მეუღლემ შვილები წამართვა, ბავშვები ისეთი დაშინებულები იყვნენ, მხოლოდ ტიროდნენ და ხმას ვერ იღებდნენ.

1 წელი დღე და ღამე სულ იმას ვცდილობდი შვილები დამებრუნებინა, საშინელი პერიოდი მქონდა, ერთი მხრივ ბრძოლა შვილებისთვის და მეორეს მხრივ მუდმივი ზეწოლა, დახვედრები, მუქარები და მუდმივად შიშში ყოფნა, რომ ხვალ სადმე შეიძლება მანქანა დამჯახებოდა, ან ვინმე დამსხმოდა თავს.

ჩემი მეუღლე როგორც ამბობენ „ავარდნილი ტიპია“, მაგრამ ყველაფერი ეპატიება როგორც მაღალჩინოსნის ნათესავს და ხელისუფლების ნებისმიერ საქმეში „გამპრავებელს“. ერთ დღე მოვიდა და მითხრა-თუ გინდა ბავშვები დაგიბრუნო, ფული უნდა გადამიხადოო და დამისახელა თანხა. თანხის შესაგროვებლად მომიხდა ქვეყნიდან წასვლა, შევაგროვე და გამოვუგზავნე, შვილები საკუთარი მამისგან თანხის სანაცვლოდ გამოვისყიდე!!!! ამ თანხის შეგროვებაში ჯანმრთელობაც შემერყა, მაგრამ როგორც იყო მოვახერხე, მივეცი და შვილები დავიბრუნე. ბავშვები კი ახლობლების დახმარებით ჩემთან ჩამოვიყვანე.

ცოტა რომ დავლაგდი, ისევ დავიწყე აქტიურად პოლიტიკური საქმიანობა,  ყველა სამოქალაქო აქტივობაში ვიყავი ჩართული. ამის გამო ისევ ფაიყო მუქარები, შემოთვლები და ისევ გამოჩნდა ასპარეზზე ჩემი ყოფილი მეუღლე-რა თქმა უნდა ისევ ფულს ითხოვდა. ამ დროს მეორედ გავთხოვდი და ახლა ჩემს მეორე ქმარზეც გადმოვიდა მუქარები, ისევ დაიწყეს მისთვისაც წერილების გაგზავნა, რომ ვღალატობ, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას. ერთ დღეს კი ნაცემი მოვიდა და მითხრა, რომ უცნობები დხვდნენ და სცემეს, თან ეუბნებოდნენ-მადლობა შენს ცოლს უთხარიო. ფეხმძიმედ ვარ-კიდევ ბავშვის დაკარგვას ვერ გადავიტან, უფროსი შვილებიც სულ შიშის ქვეშ მყავს, ამიტომ სხვა არაფერი დაგვრჩენოდა და დავტოვეთ ქვეყანა. ტელეფონის ნომრებიც გამოვცვალეთ, სულ იმის შიშში ვარ, სადმე ამ დაგვხვდნენ, ახლა მალე 3 შვილის დედა ვიქნები და ბავშვების სიცოცხლეს ვუფრთხილდები, მეუღლის სიცოცხლეს ვუფრთხილდები.

მდევნიან მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება მაქვს! პოლიცია არც კი მისმენს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვარ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ვარ ოპოზიციურად განწყობილი! ჩემს სამშობლოში ვერ დავბრუნდები, ჩემი შვილების სიცოცხლის ფასად არაფერი არ მიღირს. მეშინია! შიშით მითენდება და მიღამდება.

 

Leave a Reply