საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში  საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ვემსახურები საქართველოს” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში მოხალისეებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა.

სტუმრებმა კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ლექციის შემდეგ  საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ასევე დაათვალიერეს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მოგვიანებით, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

Leave a Reply