სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 4 წევრი ჩაება, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი აგრძელებს.

დღევანდელი ორთაბრძოლები წაგების გარეშე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) განვლო, რომელმაც გზიდან 3 მეტოქე ჩამოიცილა და ხვალ ოქროს მედლის მოპოვება ეცდება. წურწუმიამ ალჟირელ დრიდის 12:2 სძლია, მოლდოველ დელეანუს – 10:0, ხოლო უზბეკი ორტიკბოევი 7:4 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავის მეტოქე მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი იქნება.

Leave a Reply