ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები – ზოგი გაჭირვების გამო. ზოგი საკუთარი ნებით, ზოგიც იძულებით!

ასე აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა გ.მ. – ს. ქალი, რომელზეც ახლა გიამბობთ, 2 არასრულწლოვანის დედაა, წლებია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, თითქმის ყველა არჩევნების დროს საარჩევნო კომისიაშია და უამრავი „სხვისთვის არ დასანახი“ ფაქტის მომსწრეა. ბოლო არჩევნების დროს გ.მ. – მ გოში, უამრავი დარღვევის ფაქტი აღმოაჩინა, არაერთი სკანდალის მთავარი გმირიც იყო და ხელთ ჩაუვარდა ფაილები, ომელი ფაილებიც ბევრს აღარ აძლევს დაძინების საშუალებას. აი ამის მერე დაიწყო ის კოშმარი ქალის ცხოვრებაში, რამაც აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა!

იყო მუქარები, ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ უძლებდა, არ ეპუებოდა, მაგრომ როცა ღია მუქარები განხორციელდა მის შვილებზე, ქალი შეშინდა, მაგრამ უკან არ დაიხია, არც არავისთან წავიდა მოლაპარაკებაზე და გადაწყვიტა – ბოლომდე გაეტანა სიმართლე!

ქალის ახლო ნათესავი გორში მაღალჩინოსანია, პოლიტიკური კარიერა ახლობლობაზე მაღლა დააყენა და თანამდებობის დაკარგვის შიშით, ყველაფერი გააკეთა, რომ მთელი მანქანა ამუშავდა გ.მ.-  წინააღმდეგ – ემუქრებოდნენ შვილებს, არაერთხელ მოსთხოვეს 14 წლის ბიჭს, დედას უთხარი – შეეშვას „ომის პარტიის“ მხარდაჭერას და საბუთები მოგვცესო, აშინებდნენ ქალის ახლობლებს-ან ფილბს მოგვცემს, ან ქვეყნის დატოვებასაც ვერ მოაწრებს, ისე ავაორთქლებთო. გ.მ.-ს ბავშვების სახლიდან გაშვებისაც ეშინოდა, მის სიცოცხლესაც აშკარა საფრთხე ემუქრებოდა და ბოლოს როცა მუქარები მხოლოდ სიტყვიერი აღარ იყო  და განხრციელებაზე გადავიდნენ, გადაწყვიტა ქვეყანა დაეტოვებინა.

ისევ ნათესავის ზეწოლით, ქალი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა, უფრო ზუსტად მაღალჩინოსანმა გამოაგდო მშობლიური რაიონიდან ისე, რომ ვერ მოასწრო შვილებთან დამშვიდობებაც კი. ქალს, რომელსაც ჯოჯოხეთად ექცა ცხოვრება, თუ ამაზე კოშმარული დღეები დაუდგებოდა არ ეგონა. დედის წასვლის მერე უკვე მუქარებმა შვილზე გადაინაცვლა, 14 წლის ბიჭს დღისით, მზისით სკოლასთან ხვდებოდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და დედის ადგილსამყოფელის გამხელას მოითხვდნნ. გ.მ. დიდი წვალების მერე მოახერხა და შვილები გამოაპარა ქვეყნიდან

დღეს ის უკვე სხვა ქვეყანაშია. გ.მ. – ს როგორც გავიგეთ ახლაც ეძებენ და სანამ საბუთებს არ დაიბრუნებენ , მუდმივად იქნება საფრთხის ქვეშ.

Leave a Reply