ქველმოქმედებას არ სწავლობენ, ეს ადამიანში ზის. აი სწორედ ასეთი ადამიანი ჩვენი თანამემალულე – ალექსანდრე ჩაჩავა, რომელიც  უსასყიდლოდ აფინანსებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინგლისური ენის  სწავლებას,  ამით თავისი წვლილი შეაქვს  საქართველოს ევრო ატლანტიკური ქვეყნების ოჯახში და საქართველოს მოქალაქეების ევრო-გაერთიანებაში ინტეგრირებას.

ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ალექსანდრე ჩაჩავა არის ნამდვილად ღირსეული ქართველი.

დაიბადა თბილისში,  საშუალო სკოლაში სწავლების დროს მისი ოჯახი, საქართველოში იმ დროისათვის არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და რთული კრიმინალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მიუხედავად ამისა არასდროს გაუწყვეტია ფესვები სამშობლოსთან და  ყოველთვის თავისი ერის და ხალხის სამსახურში იყო საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ალექსანდრე ჩაჩავამ, როგორც ქველმოქმედმა და მეცენატმა, ენებისა და პროფესიული განვითარების საერთაშორისო ცენტრში  უსასყიდლოდ დააფინანსა,საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში ინტეგრაციის მიზნით, საქართველოში ევრო-ატლანტიკური ფასეულობების განვითარებისა და აგრეთვე საქართველოსათვის ევრო-გაერთიანების წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით – ინგლისური ენის ინტეგრირებული კურსის სწავლება რელიგიური, ეთნიკური და სხვადასხვა სოციალური კუთვნილების მსმენელისათვის.

პროექტი აერთიანებს უმცირესობების ფართო სპექტრს, როგორიცაა: რელიგიული, ეთნიკური, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, ლტოლვილის და მსგავსი სტატუსის მქონე პირები, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია ინგლისურ ენაში, მიიღონ ხარისხიანი და პროფესიული განათლება.

სტატიის დასასრულს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დამკვეთი ალექსანდრე ჩაჩავაა, შემსრულებელი კი შპს „გლობალ ედუქეიშენ ჯორჯია“ .

პროექტი გაგრძელდება და ხელს შეუწყობს რეგიონებში ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას, დასაქმებას, ტურიზმის განვითარებას და საქართველოს ევრო-ატლანტკურ ოჯახში ინტეგრირებას.

Leave a Reply