ტელეკომპანია ახალი რომ  საზღვრისპირა სოფლებს ხშირად სტუმრობს, ეს ყველამ იცის, ისიც არ არის სიახლე, რომ საზოგადოება უკვე გველოდება და თუ ერთ სოფელში შეგვხვდებიან, გვთხოვენ რომ მათ სოფელშიც აუცილებლად მივიდეთ. ხალხი ჩვენს მიკროფონთან გახსნილია, თამამად ამბობენ სათქმელს.

ერთი ასეთი გასვლის დროს, საოცარი, დაუჯერებელი ისტორია მოგვიყვნენ-საზღვრისპირა ერთ-ერთი სოფლიდან ქართველი სამხედრო იძულებული გამხდარა ქვეყანა დაეტოვებინა, დაეტოვებინა მოხუცი მშობლები და წასულიყო. გვითხრეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოქმედი სამხედრო იყო, მისი ძმა აგვისტოს ომში დაიღუპა და ორივეს მაგივრად ემსახურებოდა სამშობლოსო, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო ათვალისწუნებული იყო და მას მერე, რაც უკრაინაში წავიდა საომრად, მთელი სამთავრობო მანქანა გადაემტერაო.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტეთ სამხედროს მშიბლებთან მისვლა და მონაყოლის გადამოწმება. ჯერ საუბარი არ უნდოდათ – მამამ, ერთ შვილი ომს შეეწირა, მეორე კი მთავრობის საგარეო კურსო.

-ერთი შვილი რუსების წინააღმდეგ ომს შევწირე, ახლა მეორე შვილი უნდათ რუსების მეხოტბე მთავრობას შევწირო! აგვისტოს ომში ძმა დაკარგა, მას მერე თითქოს ორივეს მაგივრად იბრძვის ქვეყნის სადარაჯოზე, მაგრამ ვერ ეგუებოდა იმას, რმ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ცვლის გეზს – ხმამაღლა და ყველასთან ამბობდა – საქართველოში რაც ხდება ეს პირდაპირი ოკუპაციაა ომის გარეშეო. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება რუსების ხელისუფლებაა და არ გავჩუმდები, შევეწირები და მაინც რუსების წინააღმდეგ ვიბრძილებო.

მერე უკრაინაში წავიდა, დედას და მამას ვიდეო-გზავნილი დაუტოვა და თუ ვინმემ კითხვებით შეგაწუხოთ-ეს ვიდეო აჩვენეთო-ასე დაგვიბარა.

ვიდეოს ჩვენც მოვუსმინეთ. აი, რას ამბობს ბიჭი.

-უკრაინაში იმიტომ წავედი, რომ მებრძოლა რუსების წინააღმდეგ, რადგან რუსები არიან ჩვენი მტრები, დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს არის პრდაპირი ოკუპაცია ომის გარეშე, ჩვენი ხელისუფლება პირნათლად ემსახურება რუსეთს და პუტინს!

თ.ჩ.-ს დედამ გვითხრა, რომ მას და მის ქმარს, რომელიც ომის მერე ინვალიდია, სანუგეშოდ შვილის მიერ მშბლების ტელეონებში დატოვებული ვიდეოებიღა აქვს.

-სანამ წავიდოდნენ, დამირეკა, ვუთხარი – შვილო, ოღონდ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას და წადითქო, ვიცოდი, აქ არ დააყენებდნენ, სულ შიშით ვიღვიძებდით და ვიძინებდით, ახალგაზრდა ოჯახია და უკრაინიდან დაბრუნების მერე, სულ გაუსაძლისი გახდა მათი აქ ყოფნა. მეორე ბავშვი რომ შეეძინა, ვერ მივიდა ცოლ-შვილის სანახავად, ვიცოდით დაიჭერდნენ, ან უარესი, იქვე დაატოვებინებდნენ სიცოცხლეს. საშინლად განიცდიდა! მერე უკვე ჩვენც ძალიან გვეშინოდა-2 შვილის მამა შვილების დაცვისთვის ყველაფერზე მიდიოდა და ახლაც ბავშვების უსაფრთხოების გამო დატოვა ქვეყანა. ვიდეოც გამომიგზავნა, სადაც მიხსნიდა რატომ ტოვებდა ქვეყანას.

-გაუსაძლისი გახდა ჩემი საქართველოშ ყოფნა, აქამდეც გაუსაძლისი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს ყველაფერმა ძალიან იჩინა თავი. პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს მანაცვალეს ადამიანი, რომელმაც ძმა დავკარგე რუსებთან ბრძოლაში, თავიანთ შეხედულებებს შესწირეს  ადამიანის უფლებები!

რუსეთი ჩემი მტერია და ყველა, ვინც მას ემონება-ჩემთვის არარაობააო – ხმამაღლაც ამას ამბობდა. ყველა ერიდებოდა მასთან ურთიერთობას, მარტო რომ ვიყო – ყველაფერს გავუძლებ, მაგრამ ოჯახი მყავს და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო – უთქვამს ბოლოს და წავიდა კიდეც საქართველოდან.

მშობლებმა არ იციან სად არის, მაგრამ იციან, აქ თუ დარჩებოდნენ-შეიძლება ცოცხალი აღარც კი ყოფილიყო და ურჩევნიათ იქ, სადღაც შორს იყოს, მხოლოდ ცოცხალი ეგულებოდეთ!

სამწუხაროა, რომ ჩვენი ინფორმაცია გამართლდა და კიდეც ერთმა გულანთბულმა ქართველმა დატოვა ქვეყანა! კიდევ ერთი მოქალაქე შეეწირა რუსეთის ინტერესების გატარებას! ბიჭი, რომელიც იბრძოდა ოკუპაციის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ-დღეს თავად არის ამ ყველაფრის მსხვერპლი! ბიჭი, რომელიც მიდამ მიდიოდა საოკუპაციო ნიშანთან და ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ეს ნიშანი დაიმსხვრეოდა, დღეს თავად არის ოკუპანტის მეხპტბის დევნილი!

თვალცრემლიანი , ავადმყოფი მოხუცი მამა კი სულ იმეორებს რომ მისი ორივე შვილი რუსეთის მსხვერპლი!

 

 

 

 

 

 

Leave a Reply