გიგი კუბლაშვილი

“დიპლომატთა კლუბი”

-საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში

საპრეზიდენტო არჩევნების ახალი და ჩემი აზრით კაშკაშა ვარსკვლავი – რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი
51 წლის ჰეილი, საარჩევნო მარათონში, ჯერჯერობით შიდა პარტიულ ბრძოლაში, საკმაოდ მორიდებული რეიტინგით შემოვიდა, მაგრამ გუშინწინდელი პოლიტიკოსების ჯოზეფ ბაიდენის და დონალდ ტრამპის ფონზე, ბოლო თვეების განმავლობაში შთამბეჭდავად ძლიერდება.
მისი პოზიცია არის ნათელი უკრაინის და სხვა საგარეო გამოწვევების მიმართ;
1. უკრაინას უნდა დავეხმაროთ და მივცეთ გაცილებით მეტი შეიარაღება ;
2. პუტინის და რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები, ან რუსეთი მარცხდება ან შემდეგი შეტევა იქნება ნატოს ქვეყნებზე;
მე არ გავჩერდები მის სხვა პოსტულატებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქალბატონმა თითქმის წარმოუდგენელი შესძლო, ტრამპის რეიტინგი, რომელიც ლამის 50% -ზე მეტი იყო, ხოლო ჰეილი 5-7%, ამჟამად ჰეილი ბოლო გამოკითხვებით ტრამპს მხოლოდ 4%. – ით ჩამორჩება, ფაქტობრივად ანგრევს შიდა დებატებში ყველა მოწინააღდეგეს, ეს იმ ფონზე როდესაც ტრამპის პრობლემები, მათ შორის სამართლებრივი ხასიათის ძალიან მწვავდება და თებერვალში, ამერიკის სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, შესძლებს თუ არა ტრამპი საარჩევნო მარათონში დარჩენას.
და ბოლოს, გამოკითხვებით თუ ტრამპი ბაიდენს ამარცხებს და ამომრჩველი მას უწინასწარმეტყველებს ხმების 5% ით გამარჯვებას – დემოკრატ ბაიდენზე, ნიკი ჰეილის შემთხვევაში, ბაიდენზე გამარჯვების მხრივ 17% -ით მეტი ხმების აღების შანსი აქვს.
მე აღარაფერს ვამბობ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. ამერიკა უმთავრესი გარანტია საქართველოს დამოუკიდებლობის და განვითარების.
ცივი ომის და სხვა გუშინწინდელი სტერეოტიპების ტყვეობაში მყოფ, გადაწყვეტილების ვერმიღების, ორჭოფობის ან პუტინთან ე.წ. ,,შეთანხმების” პოლიტიკამ თავისუფალი სამყარო უმძიმეს შედგებამდე შეიძლება მიიყვანოს. ამას ჭირდება ახალი ენერგია, ახალი ხედვა და მიზამნმიმართული გადაწყვეტილებები, ნიკი ჰეილის გამარჯვების შემთხვევაში ამის შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.
აი ესეთი ვითარებაა, ჯერჯრობით შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბაიდენის შანსები შეინაჩუნოს საპრეზიდენტო სავარძელი თუ ის გააგრძლებს და როგორც ჩანს ის იქნება დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება.
და ბოლოს საქართველოში ივანაშვილის ,,მობრუნების”. შესახებ, თუ ამ უბედურების, რასაც ივანაშვილი და მისი მომყოლი ქვია, ამათი პოლიტიკიდან მოშორება გვინდა, მეტად ვიფიქროთ იმაზე, თუ ჩვენ რას ვაპირებთ და არა იმაზე რას აპირებს ბ. ივანაშვილი

Leave a Reply