საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კავშირი

ხელოვნების სახლი „ჰორიზონტი“

ტელეკომპანია ახალი

ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების ფესტივალი

„ახალი შანსი“

 15 თებერვალი. 12:00 საათი

რუსთავი

აკადემიური ქალაქი

(შევჩენკოს 5)

 

 ფესტივალი „ ახალი შანსი“  – 4-დან 18 წლამდე

 

ფესტივალში მონაწილეობენ   სხვადასხვა რეგიონის სამხატვრო სტუდიები, კერძო და საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები (მოსწავლეები, რომლებიც წერენ ლექსებს, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, მღერიან, კითხულობენ მხატვრულად…)  ქორეოგრაფიული ანსამბლები, საესტრადო სტუდიები, თეატრალური სტუდიები, ხელნაკეთი ნივთების შემქმნელი ინდივიდუალური წარმომადგენლები და  ჯგუფები…

 

ფესტივალი შუქდება ტელევიზიების, საინფორმაციო სააგენტოებისა  და პრესის მეშვეობით.

 

ფესტივალში მონაწილეობის გადასახადია – თითო მონაწილე  20 ლარი.


ფესტივალი პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას და საშუალებას აძლევს თითოეულ მონაწილეს წარმოაჩინოს შესაძლებლობები და საკუთარი თავი გააცნოს ფართო საზოგადოებას. ფესტივალი ახალი შანსია მოზარდთა ნიჭის რეალიზებისა და ხელოვნების სფეროში ადგილის დამკვიდრებისთვის.

ფესტივალზე წარსადგენი ნომერი უნდა იყოს 3-5-7 წუთი.

 

მოთხოვნები:

ბავშვთა ნახატების გამოფენა

ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს მაქსიმუმ 3 ნახატი ან ტილო.

-ფესტივალზე წარმოდგენილი ნახატი(ტილოზე ნამუშევრის გარდა) უნდა იყოს ჩასმული ჩარჩოში, შუშის გარეშე. ტილოზე და ჩარჩოზე უნდა იყოს სამაგრი ლურსმნები – თოკებისთვის. ნახატები წარმოდგენილი უნდა იყოს 2 საათით ადრე.

 

ქორეოგრაფიული სტუდიებისთვის

-ფესტივალზე წარმოსადგენი ჯგუფი (თითო ნომერი) არ უნდა აღემატებოდეს 10-12 წევრს.

-ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს მაქსიმუმ 2 ნომერი

 

მუსიკალური სტუდიებისთვის

-მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფონოგრამა.

 

თეატრალური დასებისთვის

-ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს თეატრალური კომპოზიცია (ნაწყვეტი სპექტაკლიდან, მონოლოგი, ლექსი ….)-მაქსიმალური დრო 10 წუთი.

ფესტივალზე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.

ფესტივალის თითოეული მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს და სამახსოვრო საჩუქრებს.

ფესტივალის დახურვა წარიმართება საზეიმო  ვითარებაში.

 

ფესტივალში მონაწილეთა დაჯილდოვება მოხდება ფესტივალის დახურვის დღეს.

გაითვალისწინეთ და გამოიყენეთ!!!!!

  ფესტივალის ჩასატარებელ ტერიტორიაზე დგას თვითმფრინავი და არის ბევრი ძეგლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ წარმოსადგენ ნომრებში

დაწვრილებით ინფორმაციისთის მოგვწერეთ სოციალურ ქსელში

https://www.facebook.com/tvcompanyakhali

ან მეილზე

Akhalitv.ge@gmail.com

 

დარეკეთ

599 889718  ან  555 742988

Leave a Reply