აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის ახალი ტრაგედია!

თბილისში, ბელიაშვილზე, გლდანის ხიდების ქვევით 6 წელია ელენე ჯიტავას ოჯახს 30 სული საქონელი ჰყავს. დასაქმებული ჰყავთ ერთი ადამიანიც, მწყემსის პოზიციაზე. 2 დღის წინ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დევნილ ოჯახს საქონლის საცხოვრებელი დაუნგრია, მხოლოდ ერთი მხარე დატოვეს და 5 დღე მისცეს ვადა რომ 30 სული საქონელი გადაიყვანონ.

ტელეკომპანია ახალი ელენე ჯიტავას დაუკავშირდა.

-5-6 წელია, რაც გლდანის ხიდების ქვეშ გვაქვს პატარა ფერმა, გვყავს 30 სული საქონელი. მიწა ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ გვითხრეს, სხვა ადგილას ნახეთ მიწა და საბუთები გადმოგვიგზავნეთო. გადავგზავნეთ ყველა საბუთი საკადასტროც ჩემი დედამთილის საბუთებიც და ამ ყველაფრის მერე მოვიდა მერიის ზედამხედველობა და არაადამიანურად მოგვექცა-სულ დალეწეს საქონლის სადგომები. ვთხოვეთ ვემუდარეთ დრო მოეცათ და არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ. 30 სულის გადაყვანა საკმაოდ ძნელია!

-ახლა სად არის საქონელი?

-პატარა სადგომი დატოვეს განაპირას და დრო მოგვცეს 5 დღე. რა გავაკეთოთ-სად წავიყვანოთ-გაყიდვასაც ხომ დრო უნდა! ხომ არ დავხოცავთ საქონელს! ორშაბათს მოვლენ და მთლიანად დაანგრევენ! ვწვალობთ და ასე არაადამიანურად მოგვექცნენ და ყველაფერი ისევ თავიდან დავკარგოთ? მწყემსიც უმუშევარი რჩება!

რასაპირებთ?

-არ ვიცი რა გავაკეთოთ. ვის მივმართოთ-ერთხელ უკვე გვიღალატეს-მიწა იპოვეთო ვნახეთ საბუთები გადავაგზავნეთ და დახმარების მაგივრად დაგვილეწეს ყველაფერი! ახლა ვის ვენდოთ? ახლა ყველა ღონეს ვხმარობთ დახოცვისგან გადავარჩინოთ საქონელი! ასე ადამიანები ქვეყანას არაფრად უღირდეს?

სამწუხაროდ ტელეფონი გაითიშა და ქ-ნ ელენესთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით დევნილებსაც და დიდუბის მუნიციპალიტეტს რადგან როგორც ქალმა გვითხრა ისინი დიდუბის გამგეობას ეკუთვნიან.

Leave a Reply