თამარ ბელქანია

ჟურნალისტი

განათლების სამინისტრო და აფხაზეთის სტრუქტურები ( შესაბამისად მთავრობა!) დროა ზამთრის ძილისგან გამოფხიზლდნენ და სასწრაფოდ ოკუპირებული გალიდან მოქალაქეებს/ აბიტურიენტებს დაეხმარონ.
აფხაზეთში მიმოსვლის რუხის ე.წ საზღვრის აღდგენა, ჯერ ვერ მოხერხდა რის გამოც ხალხს ამ სიცივეში მალულად მდინარით უწევთ გადმოსვლა, რაც უსაფრთხო ნამდვილად არაა. აფხაზი/რუსი ჯარისკაცები აკავებენ, მიყავთ გალში და აჯარიმებენ.
🚦რატომ არ მიდის მოლაპარაკება, რომ ხიდზე მიმოსვლა აღდგეს, რადგან ჩვენს მოსახლეობას ურთულეს პირობებში უწევს ზამთრისა და პანდემიის გადატანს.
გარდა ამისა ახლოვდება ეროვნული გამოცდები; 🇬🇪🇬🇪ზოგ ახალგაზრდას ქართული პირადობის მოწმობა ჯერ არ აქვს, რის გამოც ისინი ცდილობენ როგორმე გადმოიპარონ და საფრთხეში ჩააგდონ სიცოცხლე რათა აიღონ პირადობის მოწმობს რის მერეც შეძლებენ აქ განათლების მიღებას!
სასწრაფო რეაგირებაა საჭირო:
🚩მოგვარდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალგაზრდების პრობლემა! ბოლო ბოლო ციფრული ეპოქაა ….
🚩მივცეთ უფლება ეროვნული განათლება მიიღონ!
სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოსახლეობაზე და უზრუნველყოს მათთვის განათლების მიღება!
P.S სახელმწიფოებრივი აზროვნება გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში აზროვნებას და ქმედებას! განათლებაზე დგას მცირერიცხოვანი ერის იდენტობა!
P.S. ასევე არ ექცევა ყურადღება ოკუპურებული ტერიტორიების გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებს! მათ ნელნელა უცვლიან სტატუსს! დაფინანსებას უხსნიან სტუდენტებს და ამით აზარალებენ ეროვნულ ინტერესებს!
განათლებაზე დღეს სწორედ ეროვნული ინტერესები გადის!

Leave a Reply