ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ პირველად დღეს ჟენევის ტბაზე, მე-18 საუკუნის შვეიცარიულ ვილაში შეხვდებიან. მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ შეხვედრისკენაა მიმართული.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მედიის შეკითხვებს ცალკე უპასუხებს