11 დეკემბერს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი უკან გადადგმული ნაბიჯია მთელი ქვეყნისთვის.

“ჩემი, როგორც სახალხო დამცველის დიდი სურვილია, ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კონსესუსური გადაწყვეტილებით. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის, მმართველი პარტიისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანების უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი.

ჩემი მოწოდება იქნებოდა მმართველი პარტიისთვის, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკების პროცესს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Leave a Reply