სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ოპოზიცია მზად არის მოალაპარაკებებისთვის.

“მე არ მაინტერესებს ვინ უშლის ხელს მოლაპარაკებას. ვიცი “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის, სხვა პოლიტიკური ძალების პოზიცია. მქონდა “ლელოსთან” საუბარი და მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ განვიხილავთ სხვა არანაირ ვერსიას მოლაპარაკებების გარდა. უნდათ შეკერონ რევოლუცია, არა ბატონებო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება. ამ მძიმე ვითარებაში, არ არის იმის დრო ვინმემ იფიქროს, რევოლუციურ სცენარზე, გამორიცხულია. არ ყოფილა ამის არსად განხილვა. ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა, სწორად “ქართული ოცნების” განცხადებამ ჩაშალა, რამაც ძალიან დაამძიმა ფონი ქვეყანაში,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Leave a Reply