შემსუბუქდება  თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან?

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

-ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა მექნება არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ.

იცით რომ დაწესებული გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვები, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გვაქვს, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ წერტილოვანი შეზღუდვების და ასევე ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის.

ამ შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, ახლა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა, ამიტომ ეს მონაპოვარი მართლაც არ გვეთმობა. ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა მექნება არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ“ – განაცხადა  თურნავამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და თუ იანვარში კვლავ ამ დატვირთვას დავუბრუნდით, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან მიღებული დასტაბილურება ცალსახად შეზღუდვების შედეგია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და თუ იანვარში კვლავ ამ დატვირთვას დავუბრუნდით, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ კვირაში დავაკვირდეთ ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

Leave a Reply