საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

-მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

Leave a Reply