ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ პროცესში იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” პოზიციებს დათმობს.

კონსულტაციები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ელჩების შუამავლობით ამ კვირაში უნდა გაიმართოს. ოპოზიცია კვლავაც აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” განცხადებების და ინიციატივების მიუხედავად ის მზად არის მოლაპარაკებისთვის.

“ოპოზიცია მე-5 რაუნდის მოლოდინშია და ამ კვირაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მორიგი რაუნდი შედგება და გარკვეული შეთავაზებებიც იქნება. ჩვენ მათ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნები და თუკი ამაზეც ვერ ვთანხმდებით მაშინ საჭიროა პლებისციტი და ამის გადაწყვეტა უკვე ხალხის მიერ. თუკი ეს რაუნდი შედგება “ქართულმა ოცნებამ” რაღაც ალტერნატიული წინადადებები უნდა წარმოადგინოს,” – აცხადებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

დიალოგის არსებობაზე საუბრობს ხელისუფლებაც.

არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა…

Leave a Reply