ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა დაშავებული პოლიციელი.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი დატოვა ორმა წევრმა. კანონმდებლები კი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტისთვის მზადებას აანონსებს.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 12 დღე რჩება.

აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბაიდენის ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. კაპიტოლიუმზე ძალისმიერ იერიშს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 52 პირი.

Leave a Reply