ბუკნარში ისევ ხმაურია, ამჯერად ეკლესიის ტერიტორიაზე შელაპარაკება პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ  ვასილ ჩიგოგიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ბესო ქათამაძეს შორის მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მიზნებით მოტყუებაში დაადანაშაულა.

ბესო ქათამაძის თქმით, “ქართული ოცნების” დეპუტატი ადგილობრივებს წინასაარჩევნოდ მეჩეთის მშენებლობას დაპირდა.

თავის მხრივ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბესო ქათამაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა. ენმ-ს წევრი ადგილიდან სამართალდამცავებმა განარიდეს.

ბუკნარში მიმდინარე პრობლემებს გამოეხმაურა პრემიერი.

გიორგი გახარია სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

 

Leave a Reply