„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან და მათ „ვერ დააბრალებს, რომ ვინმეს დავალებას ასრულებენ“, თუმცა, მიიჩნევს, რომ „წინასწარ წინადადების გაჟღერება შედეგს არ მოიტანს“.

Leave a Reply