პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. უფრაქციო დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობის დაკავება შეეძლებათ.

ცვლილებებით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

კანონპროექტი სპეციალურად პარლამენტში შესული რამდენიმე უფრაქციო დეპუტატებისთვის მომზადდა.

“აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაც შეუძლია ფრაქციას, ის შეუძლია ჯგუფს. უბრალოდ საუბარია კონკრეტულად ვიცე-სპიკერების და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებზე, ამ ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენაზე. ზოგ შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 2 კაციანი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს 4 კაციანი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ერთგვარი ბალანსი და ისიც გარკვეული მიმართულებებით. ბუნებრივია, ეს არ არის არცერთ შემთხვევაში ფრაქციის ტოლფასი.

ჩვენ ოპონენტებს ვუპასუხებ, რომ სამწუხაროდ მათ არაფერი აღარ მოსწონთ უკვე დედამიწის ზურგზე და ის, რაც მათ მოსწონთ, მაგალითად რევოლუციური სცენარები, ამას ჩვენ ვერ გავწერთ პარლამენტის რეგლამენტში,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

Leave a Reply