30 იანვარს სარესტორნო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ “რუსთავი 2-ს” ეთერში განაცხადა,  შესაძლოა, რესტორნების 24 საათიანი ბოიკოტის რეჟიმი მრავალჯერადი იყოს. მისივე თქმით, რესტორნების სია, რომელიც ახლა 134 ობიექტს ითვლის, ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება.

მისივე თქმით, ბოიკოტის რეჟიმს სოლიდარობას უცხადებენ საერთაშორისო ქსელის კვების ობიექტებიც. ერთ-ერთია, მათ შორის,  McDonalds-საქართველო, რომელიც  გაფიცვას სოლიდარობას უცხადებს, თუმცა ბოიკოტის რეჟიმს “მაკდონალდსთან” ხელშეკრულებით არსებული პირობების გამო, ვერ უერთდება.

Leave a Reply