როგორც კი დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ხალხს გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი უკვე დავამარცხეთ. როგორც როდესაც შიშის ელემენტი არსებობდა, დეკემბერ-იანვარში პირბადის ტარების 72%-ზე ავედით. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კვლავ იქნება პირბადის ტარება. როგორც კი დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ხალხს გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი უკვე დავამარცხეთ. როგორც როდესაც შიშის ელემენტი არსებობდა, დეკემბერ-იანვარში პირბადის ტარების 72%-ზე ავედით. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა. უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე დიდხანს დაგვჭირდება, აუცილებლად ვატაროთ პირბადე შინ და გარეთ. ეს არის მთავარი დამცავი საშუალება. თებერვლის მეორე ნახევარში დავიწყებთ ვაქცინაციას, მარტში შემოვა შედარებით უფრო დიდი პარტიები და აქტიური ვაქცინაცია დაიწყება, მაგრამ პირბადე მაინც რჩება დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Leave a Reply