მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი 80%-ის სუბსიდირება რესტორნებთან ერთად შეეხება ასევე სპორტის ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ.
„6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. ჩვენ ვამსუბუქებთ ამ ტექნიკურ მოთხოვნებს, რათა ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, გარდა რესტორნებისა, შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave a Reply