ოკუპანტების მიერ გასული წლის 11 ივლისს გაკავებულ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.

 

Leave a Reply