ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული აქციები გრძელდება. ამჯერად, მოქალაქეები შვეიცარიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის სექცია ფუნქციონირებს.

ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ადამიანებს.

აქციაზე მივიდა დავით ქაცარავაც, რომელიც ითხოვს, რომ ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმის მირ დაკავებული პირები უნდა გამოიხსნას სასწრაფოდ.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად შემდეგ აქციას სხვილოს ციხესთან გამართავენ.

“შემდეგი ჩვენი პროტესტი გაიმართება უკვე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ წავალთ სწორედ იქ, საიდანაც გაიტაცეს ზაზა გახელაძე. ჩვენ ამით ხაზსს ვუსვამთ, რომ ის ტერიტორია, საიდანაც მოხდა ზაზა გახელაძის გატაცება არაა ოკუპირებული და ამის კონტროლირება უნდა ხდებოდეს”, – თქვა დავით ქაცარავამ.

ამავე თემაზე

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Leave a Reply