ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრის მისვლას ითხოვს. მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაკვეთილ მსოფლიო ბანკის დასკვნაში წერია, რომ ჰესების აშენების შემთხვევაში ქვეყნის ბიუჯეტს 474 მლნ დოლარის ოდენობით ზარალი მიადგება.

მისი თქმით, სანამ თურნავა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხს არ გასცემს, ის მათი მხრიდან კორუფციაში იქნება ბრალდებული.

“ვითხოვთ, რომ ნათია თურნავა მოვიდეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისად პასუხი გასცეს ამ კითხვებს, სანამ ნათია თურნავა პასუხს არ გასცემს, თითქოს რომ ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი ინვესტიცია და ნაბიჯი ქართულ ენერგეტიკაში, მანამდე შესაბამისად ის არის ბრალდებული კორუფციაში,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

Leave a Reply