მიუხადავად იმისა, რომ 13 თებერვალს ზურა ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს, ის დღესაც ეპატიჟება ყველა მსურველს მის ბარში.

დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში, ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება-წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარში “ჯაფარასთან” შრომის ინსპექცია შევიდა. ბარი ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა.  ჯაფარიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს.

Leave a Reply