გომელაური – ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა!

ქობულეთში, 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საკითხს, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებამ არასათანადოდ იმუშავა.  შს მინისტრი აცხადებს, რომ თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს:

“მივუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე ფაქტია. ვისი საკითხი დადგება – არ დადგება, ამ თემაზე მე ვიტყოდი, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა – საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები დაკითხვები. ვისი საკითხი დადგება და არ დადგება, კითხვას ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი, თუ სხვა ადამიანი, შეიტანონ საჩივარი და ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორ გაკეთდა,” – განაცხადა  გომელაურმა.

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საზოგადოებაში კი დიდი სოციალური კამპანია დაიწყო.

#ნინისგამო – ქალთა ორგანიზაციამ 100-დღიანი კამპანია დაიწყო

Leave a Reply