ათეულობით მანქანა, საქართველოს სახელმწიფო დროშები, გაბმული სიგნალი და რამდენიმე ასეულ მეტრზე გაჭიმული ავტომანქანების კოლონა – ასეთი სურათია რუსთავის 12 განყოფილებასთან : ავტომსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რომელიც დღეს იყო დაანონსებული, გრძელდება .

ამ წუთებში აქციის მონაწილეები არიან, შეკრებილნი  რუსთავის 12 განყოფილებასთან და შეძახილებით ამხნევებენ დაკავებულ ნიკა მელიას.

შეგახსენებთ რომ  23 თებერვალს ნიკა მელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათაო ოფისიდან ,სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

Leave a Reply