გორში “ნაციონლური მოძრაობის” ოფისზე თავდამსხმელებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

4 პირი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, მათ ბრალად სხვისი ნივთს დაზიანება და განადგურება ედებათ.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს – გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Leave a Reply