“ქართული ოცნების” აღმასრულებელი თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, “ქართული ოცნება”  მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩება.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გარკვეული შედეგით დასრულდება.

“შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ითავა მედიაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ფალსიფიცირებული, 2010-2011 წლის კუდის მიერ მოპოვებული, შემდეგ დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით შეკოწიწებული ჩანაწერები ამოაგდონ და ეს გამოიყენონ საბაბად, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით ამ დღეების განმავლობაში.

ვფიქრობთ, რომ მაინც მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას, რადგან მაგიდასთან როდესაც სხდებიან მხარეები, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა, ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ. ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ და კვლავ მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

Leave a Reply