“მე არ მგონია, რომ საქართველო უნდა ჩამოიწეროს ამ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც თავისი მიზეზი ჰქონდა, კერძოდ კი პარლამენტის შენობაზე მიტანილი იერიში და პროვოკაციები, ალბათ, დრო და ფორმა, ოპოზიციის ლიდერის დაკავებისა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უცბად ავტორიტარული ქვეყანა გახდა.

ფაქტი, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ კრიზისია, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველო არავის ჩამოუწერია, და მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს კვლავ აქვს საქართველოს იმედი და ეს ქვეყანა არის რეგიონში ყველაზე დემოკრატიული და სტაბილური”, – სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება BBC ჰარდ-თოქში გააკეთა.

Leave a Reply