ირმა კვიცარიძე

ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი

-საქართველოში ვაქცინა ჩამოვიდა, ეს კარგია!

მოვისმინე რომ არსებობს ვაქცინაციის გეგმა. მნიშვნელოვანია მისი სწორად წარმართვა, ვაქცინაციის იმიჯი გადამწყვეტი იქნება, მისი წარმარტებისათვის. ამიტომ გიამბობთ როგორ გავიარე გზა აცრამდე და მის შემდეგ.

1. საინფორმაციო სამუშაო, რაც იმას ნიშნავს რომ სამი კვირით ადრე მივიღე ინფრომაცია ყველა ვაქცინის შესახებ რაც შემოთავაზებული იყო კლინიკის მიერ, რომელ ვაქცინას გავიკეთებდი არჩევანი გავაკეთე თავად.

2. მივიღე წინაწარ კითხვარი(ელექტრონული სახით) სადაც კითხვები იყო გაწერილი, რისკების შესაფასებლად. შევსებული ანკეტა გადავაგზავნე ვაქცინაციის ცენტრში. 2 დღეში დამუშავებული და რისკების მიხედვით შეფასებული ანკეტა რეკომენდაციებით დამიბრუნდა უკან.

3. ანკეტაში მითიტებული იყო დღე, საათი და ადგილი სადაც უნდა გამეკეთებინა ვაქცინა. ასევე მითითებული იყო თუ რომელ გვერდით მოვლებეზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება თუ ის წარმოიქმნებოდა.

4. ვაქცინის გაკეთების შემდეგნ 30 წუთი დავყონდით ობსერვაციის ოთახში, რამეთუ ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს პირველი 15 წუთიდან 30 წუთამდე.

5. ობსერვაციის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ გავეცი 3 შეკითხვას პასუხი. რაც უშუალოდ ეხებოდა სწორედ ალერგიული რეაქციის ნიშნებს.

6. მივიღე ჩემი ვაქცინაციის პასპორტი სადაც კოვიდის ვაქცინის მონაცემებიც იქნა შეტანილი , ასევე გადმომცეს კითხვარი სადაც შემძლია შევიტანაო ჩემს მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები თუ ასეთი განვითარდა , ასევე ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია, პრობლემების შექმნის შემთხვევაში.

7. ასევე მივიღე რეკომედაცია, თუ როგორ შემეძლო შესაძლო მსუბუქი გვერდითი მოვლენებისგან თავი დამეღწია

8. მივიღე მეორე დოზის გაკეთების თარიღი მე გავიკეთე ასტრაზენიკას ვაქცინა, არ მქონია არანაირი პრობლემა. ცხელების პროფილაქტიკისატვის მივიღე 1 აბი პარაცეტამოლი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ირმა კვიცარიძე ყურადღებას ამახვილებს ავსტრიელი გენეტიკოსის, პროფესორის პენინგერის კვლევაზე და შედეგებზე.

მოგეხსენებათ, გასული წლის 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია! 12.03.2020 წელს ავსტრიელმა გენეტიკოსმა პროფესორმა პენინგერმა დაიწყო კვლევა მის მიერ 22 წლის წინ აღმოჩენილ ACE2 ზე დაფუძნებული პრეპარატის შესახებ, რომელიც მისი ვარაუდით კოვიდ 19 ის სამკურნალოდ და სხვა სარს ვირუსებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდაც გამოდგებოდა. კვლევას თავად დაუდო დიდი გამოწვევა, ვისაც სამეცნიერო კვლევა უწარმოებია მიხვდება რას ნიშნავს: მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, რანდომიზირებული , პლაცებო კონტროლირებული ინტერვენციონალური კვლევა! მარტივად რომ ვთქვათ მის საკვლევ ობიექტს წინ დაუდა ყველა შესაძლო ბარიერი, რომ დარწმუნებულიყო შეძლებდა თუ არა ამ ბარიერების გადალახვას და წარმატების მიღწევას მისი 22 წლის წინანდელი აღმოჩენა ACE2 პროტეინი. კვლევის დასრულების შემდეგ შედეგები , ვიდრე მას თავად მკვლევარები შეამოწმებნენ, გამადიდებელი შუშის ქვეშ შეამოწმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ.

12 მარტს კომისიამ დადო შედეგები და მწვანე შუქი აუნთო პრეპარატ APN 01 წარმოებას!-ამბობს ექიმი.

Leave a Reply