ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართება. მოქალაქეები სხვადასხვა კუთხიდან ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოლაპარაკება ჩაშალა, მთავარ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა დაემატა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  სამართალდამცველების უპრეცენდენტო მობილიზება ხდება და  ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანეს. ორგანიზატორები, მომხრეებთან ერთად ღამით ცენტრალურ მოედანზე ავტომობილებით დარჩენას აპირებენ.

Leave a Reply