საქართველოსთვის ნამდვილად პრივილეგიაა, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში, მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღის ბოლომდე გამოიკვეთება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა.

„პირველ რიგში მსურს გითხრათ, რომ ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს არის საქართველოსთვის ნამდვილად პრივილეგია, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Leave a Reply