პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვება და ტარიფები და შეღავათები მეტროსა და ავტობუსებში აქამდე არსებულ წესების მსგავსი იქნება. პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, რომელ მარშრუტებზეც მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი ღირდა – 50 თეთრი გახდება. მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით.

ამ დროისთვის შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფები განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის დედაქალაქში ასეა განაწილებული: უფასოდ მგზავრობენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, 20 თეთრს იხდიან სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის მანდატურები, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. 20-თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ ასევე საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა დაშვებულია მხოლოდ ბარათით. მეტრო, ავტობუსაა და მიკროავტობუსში უფასოდ მგზავრობისთვის მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სპეციალური ბარათები – სქულქარდები, რომელბსაც მაღალი კლასების მოსწავლეები უკვე ფლობენ. პირველკლასელების მშობლებს კი – სქულქარდის მისაღებად შეუძლიათ შესაბამის ბანკს მიმართონ.

ლურჯი მიკროავტობუსის ტარიფი 50 თეთრამდე მცირდება

Leave a Reply