ესპანეთის დეპუტატთა კონგრესმა (პარლამენტის ქვედა პალატამ) საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყანაში ევთანაზიის ლეგალიზაციის შესახებ.

ევთანასია — სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება.

აღინიშნა, რომ 202 პარლამენტარმა დადებითად დაუჭირა მხარი დოკუმენტის მიღებას, 141 წინააღმდეგი იყო, ხოლო კიდევ 2 დეპუტატმა თავი შეიკავა.

კანონპროექტი შემოთავაზებულ იქნა მმართველი ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) მიერ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი განხილვა ერთი წლით გაგრძელდა. კანონი ძალაში შევა მისი მიღების დღიდან სამ თვეში. ამრიგად, ესპანეთი გახდება მეშვიდე ქვეყანა, რომელიც ცნობს ადამიანის უფლებას ევთანაზიაზე.

Leave a Reply