F – სტატუსი

მამუკა მდინარაძე

-სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი. ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ…

აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე: აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ,,ქართული ოცნების’’ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი – სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა. აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე!

ოპოზიციის მხრიდან არც ერთი (ხაზგასმით – არც ერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა! მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო. ეს მათ განაცხადეს! “კომპრომისი” – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა!!!

პასუხი კითხვაზე გაცემულია!

Leave a Reply