პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელიც საჯარო გავრცელდა და რომლებშიც შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება 22 მარტს დაიწყეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების გამო მიმდინარეობს.

Leave a Reply