გიორგი ქსოვრელი

მიუნხენის ბაიერნისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ‘’გმირად’’ შერაცხეს და ამასთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ “პოლონეთის აღორძინების ორდენით” დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის პოლონელი გოლეადორის ანგარიშზე, 626 მატჩიდან 453 გოლი და 127 საგოლე გადაცემაა, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით 116 ოფიციალური შეხვედრიდან 86 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

Leave a Reply