გიორგი ქსოვრელი

ისრაელში დაბადებული უკრაინის მოქალაქე, ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს, სიხარულით დასთანხმდა მაგრამ 6 მარტს ‘’მარიუპოლთან’’ გამართულ მატში, 67’-ე წუთზე შესულ წიტაიშვილს ფეხი მოსტეხეს რადროსაც მალევე შეცვლა მოუწია. გიორგიმ ‘’Popspot-თან’’ მიცემულ ვიდეო ინტერვიუში მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა:

“ყველას პირდაპირ ვუთხარი, რომ მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში! მთავარია ერთად ვიყოთ და შეგვიძლია რაღაც დიდი გავაკეთოთ, ძაან მაგარი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს” ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილის შვილს, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხოლო 2019 წელს გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, სამხრეთ კორეის 20 წლამდელებს 89’-ე წუთზე გადამწყვეტი მე-3 გოლი გაუტანა, უმაღლესი კლასის სოლო გარბენით.

შეგახსენებთ რომ ‘’დინამო კიევის’’ 20 წლის ქართველი შემტევი, განათხოვრების წესით ‘’ვორსკლა პოლტოვაში’’ გამოდის, 30 ივნისს კი ის კიევში დაბრუნდება. გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც ერთი გოლით გამოირჩა.

Leave a Reply