სტიქიის შედეგებს ებრძვიან დუშეთში. თითქმის 24 საათის შემდეგაც, საავტომობილო გზა გაწმენდილი ისევ არ არის.

22 სოფელთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. სოფლებს არ მიეწოდებთ არც ელექტროენერგია. ტერიტორიაზე შეიყვანეს მძიმე ტექნიკა.

“თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, რომ გაგრძელდეს საამუშაოები, გზა დღეს გაიხსნება აუცილებლად, არ ვჩერდებით. დაბა გუდაურთან დაზიანებულია მაღალი ხაზის გადამცემი ხაზები. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,”- აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

Leave a Reply