დავით ლაზარია

26 მარტს ნოდარ მგალობლიშვილის დაბადების დღეა.

უნდოდა ოპერის მომღერალი გამოსულიყო, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ხმა დაკარგა და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ აქიდან იწყება არ შემდგარი ოპერისტისა და გენიალური არტისტის შემოქმედებიტი  ისტორია.

მრავალი მთავარი როლი, მათ შორის სახასიათოც და საზოგადოებისთვის დამამახსოვრებელი. ,,ჰიგმალიომი’’, ,,ჩვენი ერთი საღამო’’, ,,დედა’’, ,,სირანო და ბერჟერაკი’’, ,,ჰაკი აძბა’’, ,, ოტელო’’  და არც მეტი, არც ნაკლები ,, ჯაყოს ხიზნებში ‘’ თეიმურაზ ხევისთავის როლი, რომელმაც საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს უდიდესი აღიარება და  საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს ნოდარ მგალობლიშვილის როლების მცირე ჩამონათვალია, მაგრამ დიდია არტისტის ღვაწლი კინოსა და თეატრის განვითარებაში.

ჯილდოები და პრემიები არასდროს ხიბლავდა და იზიდავდა,  მაგრამ არც სინაკლებეს განიცდიდა. 1976 წ, საქართველოსა და სსრკ-ს დამსახურებული არტისტი, ამავე წელსვე უნგრეთის  მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურიატი. 1979 წ, საქართველოს სახალხო არტისტი, 2009 წ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, 2016 წელს კი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ამ დამსახურებულ ჩამონათვალს კიდევ ერთი აკლია, ღირსების ორდენი, რომელიც მსახიობს  2001 წელს უნდა მინიჭებოდა, მაგრამ მსახიობმა ჯილდოზე უარი განაცხადა, რადგან თვლიდა, რომ ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი სულაც არ იყო. აქ ჩანს მისი თავმდაბალი ბუნება და სამშობლოს სიყვარული. სამშობლოს, რომელსაც ღირსეულად ემსახურა.

სახალხო არტისტის ცხოვრება ერთ ფრაზაში რომ ჩავატიოთ, ღირსეული გზა გომბორიდან მახათას მთამდე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონამდე. მარჯანიშვილის თეატრის გამოჩენილი მსახიობი, 2019 წელს , 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

26 მარტს ის, 88 წლის გახდებოდა.

Leave a Reply