ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია იმ სასწავლო დაწესებულებების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც სასწავლო პროცესი დღეიდან, 2 კვირის ვადით, დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს. ლანჩხუთის მერიისვე ინფორმაციით, ქვემოთ ჩამოთვლილ სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავა:

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში – საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში – საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის – საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

სოფელ წყალწმინდის – საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში;

Leave a Reply