დღეს 16:30 წუთზე „ქართული ოცნების“ ოფისში ჩაინიშნა პოლიტსაბჭოს, ხოლო 17:00-ზე კი- უმრავლესობის სხდომა. სხდომაზე სავარაუდოდ საუბარი იქნება ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც კრისტიან დანიელსონის ინიციატივით საქართველოში მოლაპარაკების უშედეგო მცდელობას ეხებოდა. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ისინი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავენ და თქვეს ისიც, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებრივ ვეღარ გაგრძელდება.

Leave a Reply