გურამ დოჩანაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედგე დღეს გარდაიცვალა.

ამონარიდები:

„ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს… ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი… ან მდევარი.. – და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი… ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ… თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა შეძლოს… ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა… სახის ჩრდილებიც, – ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული – ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა – ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული… და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი…“

 

„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…“

„სამოსელი პირველი“

Leave a Reply