F-სტატუსი
გიორგი უშიკიშვილი
-ახმეტაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვაკეთებ ძალიან კარგ პროექტს – სასტუმრო, მარანი, ფოლკლორი და ეთნოგრაფია ერთად, ასევე ხალხური სიმღერის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, აუდიო ფონდი და სხვა. საქმე იმაშია, რომ ასეთი დიდი პროექტი ახმეტაში არასდროს გაკეთეᲑულა. ეს ფაქტობრივად არის ახმეტის გაცოცხლება. ჩემ მშობლიურ კუთხეში ვაპირებ მასტერკლასებს, კონცერტებს, გამოფენებს. ვაპირებ ჩავიყვანო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი.
ჩემი სტატუსი ეხება ერთ გარემოებას,

რაც მიმაჩნია უსამართლოდ და კორუფციის სუნი ასდის. არის ორგანიზაცია “ახმეტა ლაგი”, რომელიც ევროკავშირის გრანტებით აფინანსებს მცირე პროექტებს. მეც წარვადგინე პატარა პროექტი, რომ დამეხმაროს საქმის ბოლომდე მიყვანაში. რა დოკუმენტაციასაც ითხოვდნენ, ჩართული მყავდა საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, რადგან ისეთი რთული პროცედურაა, ორი კვირა ვავსებდით (თქვენ წარმოიდგინეთ ახმეტაში გლეხი რომ შეავსებს, ან ამის დრო რომ აქვს). შემდეგ ახმეტაში მითხრეს, რომ პროექტებს თავად წერენ ამ ორგანიზაციის წარომამდგენლები, ფულს იღებენ და შემდეგ ალბათ გამარჯვებულებსაც ასე ავლენენ. არ დავიჯერე, რადგან გრანტებს სხვადასხვა ევროპული ფონდებიდან იღებენ და ვიფიქრე, ვერ გაბედავდნენ. დღეს კი მივიღე შეტყობინება, რომ ჩემი წამოწყებული საქმე ვერ აკმაყოფილებს კრიტერუმებს . ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, ჩავეძიო ყველა დეტალს – ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა პროექტები ფინანსდება და ვინ არიან ზოგადად ეს ადამიანები. ასევე, ვაპირებ, მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და იმ ფონდებს, საიდანაც

Akhmeta LAG ახმეტის განვითარების ჯგუფი ფინანსდება. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ჩემი პროექტი არ დააფინანსეს (30.000 ლარი არ გააჩერებს ჩემს გეგმებს), უბრალოდ სხვა ადამიანები რომ არ დაზარალდნენ მომავალში. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, გთხოვთ მომმართოთ პირადში.

Leave a Reply